ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა.

კლინიკის ცნობით, 32 წლის ქალმა კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამასთან, კლინიკის დირექტორის განცხადებით, ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. მისივე თქმით, პაციენტს მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი, გარდაიცვალა.

იტვირთბა....