“სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ერთიანი ქართული ოპოზიცია როგორიც ამ წუთშია, არ მინახავს და ვერ წარმომიდგენია.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
ცნობისთვის, ამ წუთებში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერები ამერიკის შერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.