რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღში თურქი სამშვიდობოები არ განლაგდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავცელებს.
როგორც ლავროვი აღნიშნა, ხელშეკრულებაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება,
”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანში განთავსდება.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.