ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

ბრალდებულ კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

მისი თქმით, ამის შემდგომ 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედს გამოთქვამს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება.

“დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესების განმავლობაში შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის ბედი, მაგრამ დაწრმუნებულები ვართ იმაში, რომ მის უდანაშაულობას ყველა დაინახავს”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემა.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილი დააკავეს, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

გავრცელდა ვიდეოც, სადაც გუდაურში მომხდარი მკვლელობის დეტალებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელობას უძღოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც 6 პირი მონაწილეობდა.

იტვირთბა....