მთავარი ციტატა

“ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა”- ფინანსთა მინისტრი

“როცა ამბობენ, მათ შორის ოპოზიციიდანაც ისმის, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, თანაც აქტიური. თუ, ღმერთმა დაიფაროს და ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ავტომატური მოდელი ერთვება და არ არის ეს კარგი.”

ივანე მაჭავარიანი  – ფინანსთა მინისტრი

ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტი, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტზე და სწორ განაწილებაზე 2021 წლისთვის, ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ბევრის არსებობასა და ყოფას ეხება და ამ დისკუსიაში მონაწილეობა ყველას ვალია. 

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და ამის გამო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. 

იტვირთბა....