მთავარი ციტატა

“ვულოცავ ჩემს ძმას ილჰამ ალიევს ყარაბაღის ოკუპაციისგან სრულ გათავისუფლებას” – ერდოღანი

“ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს და ჩემს ძმას ილჰამ ალიევს ყარაბაღის სრულ გათავისუფლებას ოკუპაციისგან. შეთანხმების თანახმად, სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაჯარს 15 ნოემბრამდე გადასცემს, აღდამსა და გაზახს 20 ნოემბრამდე, ლაჩინს – 1 დეკემბრამდე. ოკუპაციის შედეგად საკუთარი მიწებიდან განდევნილი აზერბაიჯანელები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზედამხედველობით თავიანთ ტერიტორიებზე დაბრუნდებიან.”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი

როგორც ჰაჯიევი აცხადებს,  მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთს არანაირი წვლილი არ შეუტანია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.

იტვირთბა....