ახალი ამბები მთავარი

“ამომრჩეველთა გადასაწყვეტია რას ისურვებენ, ქვეშაფსიობის მკურნალობას, თუ ჩაფსმულის სიამაყეს” – გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ანეკდოტია ერთი, ენურეზით შეწუხებულ კაცს ფსიქოლოგთან გაუშვებენ სამკურნალოდ. მეგობარი ჰკითხავს მოგვიანებით: – რას შვები, როგორ გრძნობ თავს, ისევ იფსამო? – ; და კაცი პასუხობს: – კი, ისევ ვიფსამ, მაგრამ ახლა ვამაყობო-.

ამ ანეკდოტს მაგონებს ბიძპარლამენტში შემსვლელთა ფაფხური, ტრიბუნა გვექნება, კომისიებს შევქმნით და და მერე შიგნიდან დავანგრევთ სისტემასო.

არჩევნების გაყალბებაზე რეაქციის მთავარი ფსიქოლოგიური ტესტი მაშინ ჩატარდა, როცა მამამზემ არ დათმო ნერვების ომი. იცოდა, ერთგული „ისპალნიწელი“ რომ გაეწირა და დაეთმო, მერე კაცს ვეღარ იპოვიდა, ვინც მისი გულისთვის ყველაფერზე წავიდოდა. სწორად გათვალა. ამიტომ არ გადადგება ცესკოს თავმჯდომარე და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადააყენებს. ისევ ისე მიიღებს ლეგიტიმაციას სამარცხვინოდ შეკოწიწებული პარლამენტი და ისევ უსასრულოდ გაგრძელდება სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსი.

ჰოდა, ამომრჩეველთა გადასაწყვეტია რას ისურვებენ, ქვეშაფსიობის მკურნალობას, თუ ჩაფსმულის სიამაყეს”, – წერს გურული.

იტვირთბა....