კორონავირუსით დაინფიცირების რისკ-ჯგუფში, ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებთან ერთად ორსულებიც შედიან. ფეხმძიმე ქალებს, პანდემიის პირობებში განსაკუთრბული ყურადღება და თავის დაცვა სჭირდებათ. ექიმი ნანა სხილაძე, ორსულებისთვის დეტალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს. მისი მთავარი რჩევაა, რომ ქალებმა, ექიმის ნებართვის გარეშე, თვითნებურად არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღონ.
„Covid-19 და ორსულები
არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ორსული ქალები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც, მძიმე დაავადების განვითარების, მაღალი რისკის ქვეშ მყოფნი, რომლებიც არაორსულებისგან განსხვავებით, ორმაგად უნდა იცავდნენ როგორც რეგულაციებს, ასევე ჰიგიენას და პირბადის სწორად მოხმარების წესებს.
ორსულებში სიმპტომები უმეტესად ასე გამოიხატება: ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა 65% -89%; ცხელება 40-70%; ხველა 39-66%; ქოშინი 7-19%; ყელის ტკივილი 7%; საერთო სისუსტე 7%; დიარეა 7% მიალგია (კუნთების ტკივილი) 10%.
სრულად: დაიჯესტი