ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N18-N20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო  

გლდანის რაიონში სკვერების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ამჯერად, მეხუთე მიკრორაიონის N18 – N20 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 1 200  კვ.მეტრ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი და გარე განათების სისტემა მოეწყო. ასევე, დაიგო ფილები და  განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 114 480 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....