დიდი ოცეულის მორიგი სამიტი თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში იმართება. მას მსოფლიო ეკონომიკის 20 წამყვანი ლიდერი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
ამ ფორუმს მსოფლიო ლიდერები: აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებიან.
ფორუმის განხილვის ძირითადი თემები გლობალური ეკონომიკა, მიგრანტთა კრიზისი და კლიმატური ცვლილებები უნდა ყოფილიყო, თუმცა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი შეიცვალა.
ფორუმზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ობამა-პუტინის შეხვედრა იყო. „კონსტრუქციული“ , “სირიის კონფლიქტის მოგვარების მცდელობა“ ასე შეაფასა თეთრმა სახლმა ორ ლიდერს შორის გამართული შეხვედრა.
Guardian-ის ცნობით ლიდერები შეთანხმდენენ, რომ გაერომ აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ასდის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.
სამიტის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა გააორმაგებს მცდელობას გაანადგუროს “ისლამური სახელმწიფო”.
პუტინმაც დადო პირობა , რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს „ისლამური სახელმწიფოზე” იერიშების მიტანას, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი დასავლეთში ფიქრობს, რომ პუტინი ამით შეეცდება ასადის რეჟიმის გაძლიერებას.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მყონე 19 ინდივიდუალური ქვეყანა და ერთი გაერთიანება. მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 85%, მსოფლიო ვაჭრობის 75% და მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს.