ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“7 წელი ადამიანს წავართვით სიცოცხლე და ახლა უნდათ, რომ კიდევ 2 წელი დაუმატონ” – ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, მუსიკოსს მიხაილო თოდუას საქმეს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

“მინდა ყველასთვის გასაგები იყოს, რა სისტემის შიგნით ვცხოვრობთ, რამდენად საშიშია ეს ყველაფერი, რა შეიძლება ნებისმიერ უდანაშაულო ადამიანს ამ სისტემამ დამართოს. 7 წელი ადამიანს წავართვით სიცოცხლე და ახლა უნდათ, რომ კიდევ 2 წელი დაუმატონ, რადგან ჩვენ მიცემულ საბუთში სხვა თანამდებობა ეწერა, თუმცა ორივე შემთხვევაში გასაგები იყო, რომ ეს ადამიანი მუსიკას უკრავდა.”

შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის.

იტვირთბა....