გაგანია პანდემიაა, რა დროს ჯილდოებია, იფიქრებს კაცი. თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი ღვაწლმოსილი აკადემიკოსებისგან ესეთი დაფასება! მადლობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას – ამის შესახებ, იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
აღნიშნულ საპატიო სიგელში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, წერია, რომ საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საპატიო სიგელით აჯილდოებს ალერგიისა და იმუნლოგიის ცენტრის ალერგოლოგსა და იმუნოლოგს, ბიძინა კულუმბეგოვს, მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის.