ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაშაძემ იგრძნო, რომ არაპოპულარული განცხადება გააკეთა” – ჟორჟოლიანის მიმართვა

“ნაციონალური მოძრაობის” ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას ეხმაურება. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ეს იყო ვაშაძის პირადი დამოკიდებულება და არა პარტიის პოზიცია.

„დიახ, უკან დაიხია. ჩაასწორა, ოქმებს რომ ასწორებენ, ისე. მოკლედ, შევთანხმდეთ რა იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი კომენტარი, რომელზეც მე ავღშფოთდი. ეწერა: ჩავანაცვლოდ ქუჩა ყველა დონის საკანონდებლო ორგანოების ტრიბუნით… ანუ ეს იყო რამაც გამაბრაზა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება გამყიდველი, ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაჯდება რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე და ბიძინა ივანიშვილის პირობებით, ამაში ვგულისხმობდით ყველას, მათ შორის, მამაჩემ ზურიკოსაც ვგულისხმობდი, პარტიის წევრი რომ ყოფილიყო.

აქ არ ვგულისხმობდით, რომ ვიღაც იგულისხმება და ვიღაც – არა. ახლა წავიკითხე სხვა განცხადება, სადაც წერია, რომ არც კი განიხილება საპროტესტო აქციების შეწყვეტა მანამდე სანამ ყველა პირობა არ შესრულდება. გასაგებია, მიღებულია განცხადება. ეს არ იყო პარტიის განცხადება, ეს იყო მისი პერსონალური განცხადება. პარტიას არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო.

მან იგრძნო, რომ არაპოპულარული განცხადება გააკეთა, ჩვენ პოლიტიკოსებს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ, ახლა არის მნიშვნელოვანი ერთიანობა. ძალიან კარგი მაგალითი არის სხვა პოლიტიკოსისთვის, რომელმაც გაიფიქრა, რომ მსგავს ჟანრში ოდესმე რამე განცხადება გაეკეთებინა“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

შემდეგ, მის განცხადებაზე ვაშაძემ დამატებით განმარტება გააკეთა.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

იტვირთბა....