“რაც შეეხება ბატონი გრიგოლის განცხადებას, სამწუხარო ის არის, რომ პირველ განცხადებაში იყო გარკვეული მომენტები, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მათ შორის კითხვის ნიშნები გაჩნდა აპირებს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას, შესვლას პარლამენტში და ა.შ. ამიტომ, კარგია, რომ მეორე განცხადებამ სიცხადე შეიტანა და ეს სიცხადე მდგომარეობს იმაში, რომ პროტესტი არ წყდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქმე ეხება არჩევნების მიტაცებას.”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პარტიაში არავითარი შეუთანხმებელი პოზიციები არ არსებობს.