მთავარი ციტატა

“არ ვაპირებ, ერთმა მოქალაქემაც რომ თქვას, 30 წლის მოთაღლითე გამხდარა ეს თაკო ჩარკვიანიცო, გამორიცხულია”

“რა პარლამენტი, რა კომისია, რისი გამოძიება მოახერხა ოდესმე ოპოზიციამ, რომ ეს მოახერხოს? მე ახალი შემოსული ვარ პოლიტიკაში, არ ვაპირებ, ერთმა მოქალაქემაც რომ თქვას, 30 წლის მოთაღლითე გამხდარა ეს თაკო ჩარკვიანიცო, გამორიცხულია, მიმიფურთხებია ასეთი დეპუტატობისთვის. გაოცებული ვარ გრიგოლის პოზიციით, ცოტა ადრე რატომ არ მოვისმინეთ ეს?“

აღნიშნულით თაკო ჩარკვიანი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება.

ცნობისთვის,  “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....