მთავარი ციტატა

„აზერბაიჯანის მაგალითი იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის“

„აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ ისინი დაინახავენ, მუდმივი არაფერი არ არის და როცა შენ, უსამართლო ომით ტერიტორიას მიიტაცებ და განახორციელებ ეთნიკურ წმენდას, ესა მარტივად ეს არ ჩაივლის“.

თორმნიკე შარაშენიძე,  GIPA-ს პროფესორი, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი

„პალიტრანიუსის“ ეთერი

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს. ამავე შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

სომხეთის პრემიერი მიღებულ გადაწყვეტილებას მძიმეს უწოდებს:

„ძვირფასო თანამემამულენო, დებო და ძმებო, მე მივიღე მძიმე გადაწყვეტილება როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენთვის ყველასთვის. მე ხელი მოვაწერე განცხადებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად. 

მე ეს ნაბიჯი გადავდგი სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს შექმნილ მდგომარეობას. ვფიქრომ, რომ ეს იყო საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში“.- განაცხადა ფაშინიანმა.

მის გადაწყვეტილებას სომხეთში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მათი ნაწილი კი მთავრობის სახლში შეიჭრა. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია.

ამასთანავე, რუსული მედიის ცნობით, რუსეთი და თურქეთი დღესვე, 10  ნოემბერს გააფორმებენ სპეციალურ შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით, ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას გულისხმობს, რომელსაც, როგორც თავად განმარტავენ, შეთანხმების მე-5 პუნქტი არეგულირებს.

ამავე თემაზე, მეტრონომს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა უთხრა, რომ რეგიონში ერთი უმძიმესი კონფლიქტი დაიძრა, რაც პოზიტიური სტიმულია ჩვენთვისაც.

 

 

იტვირთბა....