მომღერალი შერილინ სარქისიანი(შერი) მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
როგორც მომრერალი წერს, აზერბაიჯანი არ დაიღალა სომეხი ხალხის მოკვლით.
„ჯოჯოხეთის ცეცხლი გელოდებათ აზერბაიჯანელო მკვლელებო! არ დაიღალეთ სომხების მოკვლით, ჩვენი მიწების წართმევით, ჩვენი შვილების დაობლებით. თქვენ გაქვთ ნავთობი, გყავთ ერდოღანი და ტრამპი“,- წერს შერი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.