“გუშინ რატომ მოაწყვეს ცესკოზე თავდასხმა? სავარაუდოდ, მათ სურდათ ბიულეტენების განადგურება, რომ არჩევნების ყველანაირი შემდგომი განვითარება შეეწყვიტათ და ეთქვათ, რომ ბიულეტენები აღარ არსებობს და დამთავრდა, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს ქვეყანამ. ეს არის მათი უპასუხსიმგებლო დამოკიდებულება.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა “სირცხვლიას” სამი აქტივისტი დააკავეს. ამას წინ უძღოდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება. მარიამ დოლიძის განცხადებით, პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ წუთებში, პარლამენტის წინ, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, დღეს ამოქმედდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ჯარიმით ისჯება.