ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. შსს–ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც კანონს არღვევს. ამის შესახებ უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მოგიწოდებთ დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.

შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით“ – განაცხადეს შსს-ში.

იტვირთბა....