აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის ბოდიშს იხდის. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებუ;ლ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, რუსული მი-24 სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე 9 ნოემბერს, 18:30-ზე ჩამოაგდეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ფაქტორებისა და რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობისა და სომხური მხარის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე პასუხისთვის მზაობის გამო, მორიგე დანაყოფმა ცეცხლი გახსნა.
“ვერტმფრები სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უშუალო სიახლოვეს მიფრინავდა, იმ დროს, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ფრენა სიბნელეში, მცირე სიმაღლეზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარების რადარების ზონის მიღმა ხორციელდებოდა. ამ რაიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენები მანამდე შემჩნეული არ იყო.
“აზერბაიჯანული მხარე ბოდიშს უხდის რუსულ მხარეს ამ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც შემთხვევით ხასიათს ატარებს და არ იყო მიმართული რუსული მხარის წინააღმდეგ. აზერბაიჯანი გულწრფელად უსამძიმრებს ეკიპაჟის გარდაცვლილი წევრების ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მზადაა, შესაბამისი კომპენსაცია გადაიხადოს” – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისათვის, სომხეთში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ვერტმფრენი, რომელსაც რუსული 102-ე ბაზის ავტოკოლონა მიყვებოდა, ხმელეთიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ცეცხლში მოექცა.