სომხეთში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ვერტმფრენი, რომელსაც რუსული 102-ე ბაზის ავტოკოლონა მიყვებოდა, ხმელეთიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ცეცხლში მოექცა.
უწყების ინფორმაციით, სომხეთის საჰაერო სივრცეში, დასახლებულ პუნქტ ერასხთან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის (აზერბაიჯანი) საზღვართან, მი-24-ს ცეცხლი გაუხსნეს. ვერტმფრენი სომხეთის მთიან ადგილზე ჩავარდა.