“ის პირდაპირ ითხოვს ადამიანების სახელებს, გვარებს და კაცმა არ იცის რის მოწყობას აპირებს. სააკაშვილი რისი დავალების მიცემას აპირებს თავის ქვეშევრდომებზე კაცმა არ იცის. მას სურს, კიდევ ერთხელ არეულობა აქციოს რეალურად. ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელიც ბედავს და თითქოსდა ცდილობს, რომ ოჯახის წევრებზე გადაიტანონ ზეწოლა, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს.”
ლევან ნიკოლეიშვილი – ანალიტიკოსი.
ცნობისათვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა, რომ „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ”.