ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შემდეგ უკვე არა არჩევნებს, არამედ სხვა გზებს მოძებნის საზოგადოება ცვლილებებისთვის” – უგულავა

“თუ ჩვენ არ შევთანხმდით თამაშის წესებზე, თუ არ იქნება ცვლილების ლეგალური, ლეგიტიმური, სამართლიანი და თავისუფალი შესაძლებლობა, ადამიანებს ცვლილების სურვილი კი არ გაუქრებათ, პირიქით, ცვლილების სურვილი კიდევ უფრო მძაფრი გახდება. შემდეგ უკვე არა არჩევნებს, არამედ სხვა გზებს მოძებნის საზოგადოება ცვლილებებისთვის. ამიტომ არის არჩევნები ერთადერთი სწორი ფორმა ხელისუფლების და ზოგადად, საზოგადოებრივი ცვლილებების.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.

ამის შესახებ რუსტაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ამ წუთებში, პარლამენტის წინ, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, დღეს ამოქმედდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ჯარიმით ისჯება.

 

იტვირთბა....