ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ესენი იყვნენ პროვოკატორები“ , – ვაშაძე პირებზე, რომლებიც ქვებს ისროდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამორიცხული არაა, რომ პირები, რომლებიც 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე ქვებს ისროდნენ და ჯებირებს ძალადობრივად ანგრევდნენ, მიგზავნილი პროვოკატორები იყვნენ.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რამდენიმე პირს პირადად მოუწოდა, რომ გაჩერებულიყო, თუმცა არ დაემორჩილნენ.

„ვნახეთ ქვის სროლა. ესენი იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც „მათი“ მხრიდან იყვნენ შემოგზავნილები იმისთვის, რომ ეს სურათი შეექმნათ. რამდენიმესთან პირადად მივედი და ვთხოვე, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩვენს ნათქვამს არ ემორჩილებოდნენ. ამიტომ იყო, რომ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება აქციის დაშლასთან დაკავშირებით. ჩვენ პასუხისმგებლობით მოვიქეცით და დავშალეთ აქცია იმისთვის, რომ განგრძობადი აგრესიული ქმედება არ ყოფილიყო“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იწყება.

იტვირთბა....