მთავარი ციტატა

“მაქვს რაციონალური წინადადება” – გია ხუხაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

“მაქვს რაციონალური წინადადება, თუ ხელისუფლება, როგორც ამბობს, დარწმუნებულია არჩევნების შედეგებში და ამბობს, რომ ოპოზიცია რაღაცებზე სპეკულირებს, მაშინ შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დადება, რომ ოპოზიციას მოუწოდონ, შევიდნენ პარლამენტში, დათანხმდენენ იმაზე, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისია შეისწავლის ყველა გარემოებას. დაკითხავს თამარ ჟვანიას და სხვებს, ამ ყველაფერს ცივილიზებული სახე მიეცემა და პარლამენტის კედლებში გადაინაცვლებს და ხელისუფლებამ დადოს პირობა, რომ თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნები გაყალბდა იმ დოზით, რამაც არსებითად შეცვალა შედეგი, ამ შემთხვევაში დათანხმდება რიგგარეშე არჩევნებს.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

“პალიტრანიუსი”

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....