“ძალა”, რომელიც უკვე 8 წელია გვმართავს და რომლის იდენტობაც ეფუძნება ერთადერთ განაცხადს – “წინამორბედები ՚უფრო՚ მოძალადეები იყვნენ”, თავიდან ფეხებამდეა უკვე გაჟღენთილი თავისივე ფარისევლობით – ამის შესახებ ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ასათიანი აღნიშნავს, სახელმწიფო მოქალაქეებისაა და არა ურჩხული-პარტიების, რომლებიც თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
“პოლიტიკური “ძალები” და მათი განსაკუთრებულად ტვინგაცხელებული მომხრეები არასოდეს დაამთავრებენ ფარისევლურ და ამორალურ თამაშობებს “თქვენი დარბევა-ჩვენი დარბევა”, “თქვენი ძალადობა-ჩვენი ძალადობა”, “თქვენი მკვდრები-ჩვენი მკვდრები” სათაურის ვარიაციებით. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის გასარღვევად. სახელმწიფოს რეპრესიული აპარატებით მოქალაქეების ჩაგვრა ძალადობაა, ვინც უნდა აკეთებდეს ამას. “ძალა”, რომელიც უკვე 8 წელია გვმართავს და რომლის იდენტობაც ეფუძნება ერთადერთ განაცხადს – “წინამორბედები ՚უფრო՚ მოძალადეები იყვნენ”, თავიდან ფეხებამდეა უკვე გაჟღენთილი თავისივე ფარისევლობით. რეპრესიული აპარატების აწყვეტაც არსენალში აქვს და მშვენივრად იყენებს, “ფარული ჩანაწერების” სიბინძურესაც ვერ გავცდით და სისტემაში შენარჩუნებული სადისტი გამომძიებლები ისე აკაჩავებენ უდანაშაულო თინეიჯერებს, რომ ისინი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. სახელმწიფო მოქალაქეებისაა და არა ურჩხული-პარტიების, რომლებიც თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად. პროპაგანდა ხვალიდან ალბათ ისევ დაიწყებს ლინგვისტური ნიუანსების გამოკვეთას “ძალის გამოყენებას” და “ძალადობას” შორის, მაგრამ ეს ფირფიტა ძალიან დაძველდა უკვე. ეს დაწყევლილი წრე უნდა გავარღვიოთ როგორმე. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს”, – წერს ასათიანი.
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.
ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.