ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაუბედურებულ, დამცირებულ ხალხზე ცივი წყალი მიუშვით? დასაკარგიც აღარაფერია…” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც გუშინ ცესკოსთან მომხდარ მოვლებეს ეხმაურება.

აღნიშნული განცხადებით ექიმი ხელისუფლებას მიმართავს:

“დასასრულის დასაწყისია ეს, გახსოვდეთ! არავის შეგრჩებათ! ქვეყნის მოსპობა, განადგურება, დაქცევა არ გყოფნით, ახლა გაუბედურებულ, დამცირებულ ხალხზე ცივი წყალი მიუშვით? რას აკეთებთ? სასიკვდილოდ იმეტებთ? ძალიან ცუდად დაამთავრებთ. დაინდეთ საკუთარი თავები. არ შეეგუება ასეთ დამცირებას ხალხი. დასაკარგიც აღარაფერია. რაც უფრო გაამწვავებთ და დაუნდობლად მოიქცევით, ასეთივე დაუნდობელი იქნება დასასრულიც. გონზე მოდით და დაუბრუნეთ ხალხს არჩევანის უფლება! P.S. ყველა ინტელექტუალი მორალისტის საყურადღებოდ; თქვენი დაუთოებული კონფორმიზმით ფორმდება ეს გაუგონარი ძალადობა და უსამართლობა! ყველაზე ბაზისური ადამიანური უფლების წართმევა არ მართლდება არანაირი ფსევდოჰუმანიზმით. გახსოვდეთ!” – წერს გურული.

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....