ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზოგიერთი ადამიანი ანტისხეულებს COVID-19-ით ინფიცირების გარეშე გამოიმუშავებს – ბრიტანელიმა მეცნიერებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი კვლევა ჩაატარა

კორონავირუსის ანტისხეულები, შესაძლოა, იმ ადამიანების ორგანიზმშიც აღმოჩნდეს, რომლებიც COVID-19-ით არ დაინფიცირებულან. –  აღნიშნულ კვლევას სამედიცინო გამოცემა “The Science” ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპერტებმა 300 ადამიანის სისხლის ანალიზები შეისწავლეს, რომლებიც COVID-19-ით არასდროს დაინფიცირებულან.

ამასთან, Scence-ის ცნობით, კვლევაში მონაწილე პირების 5%-ს სისხლში კორონავიურსის ანტისხეულები აღმოაჩნდათ.

გავცელებულ კვლევის მიხედვით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისინი სხვა “მონათესავე ვირუსით” იყვნენ დაავადებულები.

კვლევის ავტორების განცხადებით კი კვლევებით დადასტურდა, რომ ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ “ნასესხები იმუნიტეტი” გააჩნდეს. ჯერჯერობით ამგვარი დაცვის ეფექტურობის შესახებ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.

არსანიშნავია, რომ ექსპერიმენტმა აჩვენა,  კვლევაში მონაწილე პირების ანტისხეულები, განსხვავდება იმ ანტისხეულებისგან, რომლებიც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების ორგანიზმშია.

ინფორმაციისთვის, სამედიცინო გამოცემა The Science-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ანტისხეულები 5 თვემდე ნარჩუნდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანის ორგანიზი COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტს სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს.

იტვირთბა....