მთავარი ციტატა

“გილოცავთ! მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ბაიდენთან მუშაობის შესაძლებლობას”- ანგელა მერკელი

“გილოცავთ! ამერიკელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იქნება. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ბაიდენთან მუშაობის შესაძლებლობას. ჩვენი ტრანსატლანტიკური მეგობრობა ურყევია, როდესაც ჩვენი დროის გამოწვევებთან გამკლავებას ეხება საქმე.”

ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი

ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენს ამერიკის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალურად მიულოცა.

ჯო ბაიდენს ამერიკის პრეზიდენტად არჩევა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მიულოცა

დემოკრატი ჯო ბაიდენი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა.პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 273 ხმა დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.

იტვირთბა....