მთავარი ციტატა

“ამერიკელებმა აირჩიეს პრეზიდენტი”- ემანუელ მაკრონი ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

“ამერიკელებმა აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტი. ვულოცავ ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს. მრავალი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენი დროის გამოწვევებთან გასამკლავებლად. ერთად შევუდგეთ საქმეს!

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთის პრეზიდენტი 

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს ამერიკის პრეზიდენტად არჩევას ტვიტერზე ულოცავს.

დემოკრატი ჯო ბაიდენი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა.პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 273 ხმა დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.

იტვირთბა....