“მადლობას ვუხდი ამერიკას, ქვეყნის ლიდერად ჩემი არჩევისთვის. წინ რთული საქმეები გველის, მაგრამ ამას გპირდებით: მე ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, იმისდა მიუხედავად, მე დამიჭირეს მხარი თუ არა. თქვენს რწმენას აუცილებლად გავამართლებ!”
ჯო ბაიდენი – აშშ-ის ახალი პრეზიდენტი
დემოკრატი ჯო ბაიდენი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა.პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 284 ხმა დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.