“დედას ვფიცავარ, სააკაშვილი არ გვმართავს. დანარჩენებზე თავს ვერ დავდებ. მე ვერავისზე ვერ დავდებ თავს. შემიძლია, მხოლოდ საკუთარ თავზე დავდო, ჩემ პარტიაზე, ჩემ მეგობრებზე ან ოფისზე, სადაც ახლა ვარ. ასევე, შემიძლია, ვთქვა, რომ პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე ადამიანზე ეჭვის არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ვინმე ვინმეს მართავს, მათზე ვამბობ, ვისაც კარგად ვიცნობ და ვისიც ასე თუ ისე ვიცი, რა აწუხებს და რა ამოძრავებს. შეუძლებელია, ის ადამიანი მიხეილ სააკაშვილისგან იმართებოდეს, მაგრამ მთელ პოლიტიკურ სპექტრზე ვერ ავიღებ იმის გარანტიას, ვინ ვისგან იმართება.”
იაგო ხვიჩია – გირჩის ერთერთმა ლიდერი
აღნიშნულით ხვიჩიამ უპასუხა კითხვას – “მართავს თუ არა გირჩს და დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებს მიხეილ სააკაშვილი.”
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ამასთან, ხვალ, 8 ნოემბერს, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს.