ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არ ვარ ბატონო მინისტრი, მე ვარ არავინ და შეგიძლიათ მომართოთ ქალბატონო არავინ” – თეა წულუკიანის პასუხი ფეისბუქის მომხმარებელს

“დღეს ვიღაც მეძახდა Facebook-ზე მინისტრს. არ ვარ ბატონო მინისტრი. მე ვარ არავინ”, – ამის შესახებ იუსტიცის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისასა განაცხადა.

როგორც ყოფილმა მინისტრმა გადაცემაში დასძინა, მისი გამოხატვის თავისუფლება არის ისეთივე უსაზღვრო, როგორიც ბატონი იაგოსი, ბატონი მელიასი და სხვების.

ასეთი ტრადიცია არის თითქოს, რომ, თუ ხარ მინისტრ-ყოფილი ან რაღაც თანამდებობა გეკავა, არ უნდა იოპონენტო და არ უნდა ედებატო სხვას. მე არ მაქვს ეს. Facebook-ზეც ვწერ, ვოპონირებ და ა.შ. მითუმეტეს, რომ მე დღეს ვარ არავინ. შემიძლია ვიღაცებს მოვუწოდო რომ მომმართონ – ქალბატონო არავინ. დღეს ვიღაც მეძახდა Facebook-ზე მინისტრს. არ ვარ ბატონო მინისტრი. მე ვარ არავინ. მე ვარ კანდიდატი. პარლამენტის წევრიც კი არ ვარ ჯერ. ამიტომ ჩემი გამოხატვის თავისუფლება არის ისეთივე უსაზღვრო, როგორიც ბატონი იაგოსი, ბატონი მელიასი და სხვების. ამიტომაც მე ვამბობ: არა ბატონებო, ვერ შვებით ამ რევოლუციას. რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იტვირთბა....