“ის ფიზიკური პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს 2 ათასი ლარით დაჯარიმდება,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს დიდ ქალაქებში შემოღებული შეზღუდვები გადადგილებასთან დაკავშირებით არ არის კომენდატიის საათი.
„ჩვენ კანონმდებლობით უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 ათასი ლარი“. – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.
ასევე, ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.