“შესაძლებელია, ადამიანი იყოს ინფიცირებული, მაგრამ არ იყოს დაავადებული. მართალია, ეს 100-დან 80% შემთხვევაშია, როცა, შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ ინფექციის მატარებელი და არა დაავდებული, მაგრამ 20% შემდეგნაირად ნაწილდება – არსებობს საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული პაციენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობა COVID-19-ით დაავადებულთან. ამიტომ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. ფაქტი სახეზეა, ეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს დაავადება არის სახადი. ამ ეპოქაში მცხოვრებმა კაცობრიობამ ეს ინფექცია უნდა მოიხადოს.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ამის შესახებ რატიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.