“როგორც კი შევატყვე თავს, რომ რაღაც სიმპტომები მქონდა, თვითიზოლაციაში გადავედი. მესამე დღეს დამეწყო ჰაერის უკმარისობა. აივანზეც რომ გავსულიყავი ამოვისუნთქავდი, მაგრამ პანიკას ავყევი და გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. გამიკეთეს კატე, ზუსტად მაგ დროს გაწერეს ერთ-ერთი პაციენტი და გამიმართლა. ერთი ღამით დამტოვეს კლინიკაში. ერთ პალატაში სამი ადამიანი ვიყავით. მძიმე სიტუაციაა, მთელი ღამის მანძილზე მანქანა-მანქანაზე მოდიოდა. აშკარაა მთელი ქალაქი დაინფიცირებულია.”
ნათია დუმბაძე – მომღერალი
ცნობისთვის, დუმბაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.