ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის დადგენილება – როგორ მოვიქცეთ, თუ კოვიდი დაგვიდასტურდა

საქართველოს მთავრობამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დადგენილება, თუ რამდენ ხანს არის სავალდებულო იზოლაცია/თვითიზოლაცია:

“თუ თქვენ დაგიდასტურდათ Covid-19 და გაქვთ სიმპტომები (სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, იზოლაცია საჭიროა ტესტის პასუხის მიღებამდეც) იზოლაციაში უნდა დარჩეთ სულ მცირე 10 დღე და პლუს 3 უსიმპტომო დღე.

თუ თქვენ დაგიდასტურდათ Covid-19 და არ გაქვთ სიმპტომები დარჩით იზოლაციაში 10 დღე.

თუ გქონდათ კონტაქტი Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან იზოლაციაში/თვითიზოლაციაში ყოფნა სავალდებულოა 12 დღის განმავლობაში.

თუ თქვენ დაბრუნდით უცხოეთიდან იზოლაციაში 8 დღე უნდა იყოთ.”

იტვირთბა....