ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასტუმროებში ის პაციენტები განთავსდებიან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა რისკის ფაქტორები აქვთ” – თენგიზ ცერცვაძე

“სასტუმროებში ის პაციენტები განთავსდებიან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა გარკვეული რისკის ფაქტორები აქვთ და დაკვირვებაა საჭირო,” – აღნიშნული განცხადება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრის კლინიკცისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასტუმროებში პაციენტს გამოკვლევებიც ჩაუტარდება და თუ საჭირო იქნება მსუბუქი მკურნალობაც.

„ სასტუმროები თუ აქამდე ერთგვარად ბინის ექვივალენტის როლს ასრულებდნენ და ბინასა და სასტუმროებში განაწილება ხდებოდა იმის მიხედვით, ვის არ ჰქონდა ბინაში იზოლაციის პირობები, ახლა სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის არა მარტო იზოლაციის, არამდე მოვლის და მკურნალობის თვალსაზრისით. სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად. ესეც საქართველოს “ნოუ ჰაუ”ა. არცერთ ევროპულ ქვეყანაში, არც აშშ-ში მსგავსი რამ არაა და იქ სასტუმრო მხოლოდ საკარანტინე ფუნქციებს ასულებს. ესაა დღევანდელი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა. აქედან მძიმედ 619 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.

ამასთან, 2 438 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 094 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 31 370 ადამიანია.

იტვირთბა....