“ჩემი საქმე არის ერთნაირი რეკომენდაციის მიცემა ყველასთვის. ეკლესიას რომ ვაძლევდი, ეკლესიამ დაიცვა სხვათაშორის და ძალიან კარგად მოიქცნენ. ახლა იგივეს ვეუბნები სხვებსაც. ჩემთვის სულ ერთია, სად შეიკრიბებიან და როგორ შეიკრიბებიან, მთავარია, წესები დაიცვან. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ვინც ატარებს და ვინც არის ორგანიზატორი, იმათმა უნდა უზრუნველყონ წესების დაცვა, მე ხომ არ მივალ იქ, რომ დისტანცია დაიცვან
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 37 019. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.