ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რატომღაც გადხვედით თავდაცვის რეჟიმზე” – ტელეწამყვანი და ნინო ბურჯანაძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით “ტვპირველის” ეთერში მიწვეულ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” ლიდერს, ნინო ბურჯანეძეს და წამყვანს დიანა ტრაპაიძის შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

ბურჯანაძემ პირდაპირი ჩართვისას 2016 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში “ტვ პირველის” ეთერით უწევდა იმის მტკიცება, რომ როგორც დღეს, მაშინაც არჩევნები გაუყალბეს.

“მე არ ვიცი ახლა რამდენად მართებული იქნება, მაგრამ უნდა ვთქვა,  არ ვაპირებდი ოქმების ჩვენებას, მაგრამ  იმედია ახლა მაინც დაიჯერებთ, რომ 2016 წელს არჩევნები გამიყალბეს.

ჩემი თქვენდამი კეთილგანწყობის მიუხედავად და გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ 2016 წელს თქვენ არ დამიჯერეთ, რომ არჩევნები გამიყალბეს და ყველა ეთერში, ამ 4 წლის განმავლობაში თქვენვის მიხდებოდა იმის მტკიცება, რომ გამიყალბეს არჩევნები და ყველა ეთერში თქვენ ამას კითხვით ნიშნის ქვეშ აყენებდით და ამბობდით რომ კი მაგრამ როგორ? აი, ნახეთ ახლა როგორ აყალბებენ, ახლა დარწმუნდით, რომ 2016 წელსაც ტოტალურად გამიყალბეს არჩევნები.” – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის აღნიშნულ განცხადებას წამყვანმა უპასუხა, რომ როგორც ჟურნალისტი, ვალდებულია კითხვა დასვას. ის არ არის საარჩევნო კომისის თავჯდომარე და შესაბამისად არჩევნებს ვერ გააყალბებდა. ამასთან, ტრაპაიძემ ბურჯანაძეს განუცხადა, რომ თუ საუბარი არ სურდა შეეძლო მაყურებელს დამშვიდობებოდა, რამაც ბურჯანაძის გნაწყენება გამოიწვია.

არა ერთი წუთით ქალბატონო დიანა ძალიან გამაოცეთ მე არ მითქვამს რომ საუბარი არ მსურს. მეგონა რომ თქვენ მიიღებდით ჩემს გულისტკივილით ნათქვამს და ამას არა როგორც საყვედურს და რას ნიშნავს მითიური გაყალბება ჯერ ერთი გამიყალბეს არა მხოლოდ მე. მართლა ველოდი თქვენგან გულწრფელ ბოდიშს. თუ დამაცდით გიპასუხებთ ყველაფერზე არც თქვენს. სხვათაშორის განმეორებით როცა ნახავთ ამ გადაცემას მიხვდებით, რომ არ გქონდათ სწორი რეაქცია.

მაშინაც გაყალბებულ ოქმებს გაჩვენებდით და 700 ოქმი მქონდა ხელში და სხვათაშორის მაშინ მარტო მე კი არა გაუყალბეს ირაკლი ალასანიას პარტიას “თავისუფალ დემოკრატებს” და გაუყალბეს შალვა ნათელაშვილს უბრალოდ ალასანია პარტია დაიშალა მარტივ მამარავლებად. დღეს კი ნამდვილად მეგონა რომ თქვენ მეტყოდით, რომ დიახ, 2016 წელს არჩევნები გაყალბდა.” – ნინო ბურჯანაძე.

იხ. ვიდეო:

 

იტვირთბა....