ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის მართვაში სტომატოლოგების და პენსიაზე გასული ექიმების ჩართვაა სჭირო” – ამირან გამყრელიძე

“კორონავირუსის მართვაში სამედიცინო სტუდენტების გარდა, სტომატოლოგების და პენსიონერი ექიმების ჩართვაა საჭირო”, – აღნიშნული განცხადება დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, პენსიაში გასული ექიმებისა და სტომატოლოგების დასაქმება კოვიდსასტუმროებში იქნება შესაძლებელი.

“ჩემს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებული არ არის, ან პენსიაზე არიან, მათ შეიძლება მოეძებნოთ… გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებში და ჰოსპიტლებში, მაგრამ შეიძლება, რომ ქოლცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდ სასტუმროებში…

მაქსიმალურად უნდა იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო სექტორი, იგივე სტომატოლოგები, ვინც ბევრნი არიან ქვეყანაში, ვისაც აქვს სამედიცინო განათლება, ნასწავლი აქვს საგნები და იცის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, შეგვიძლია მათი გამოყენება. ასევე, სტუდენტები მე-5, მე-6 კურსის, რომლებსაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლვილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება, ექიმის, ექთნის ასისტენტებად იმუშაონ ამ პერიოდში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა. აქედან მძიმედ 619 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.

ამასთან, 2 438 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 094 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 31 370 ადამიანია.

იტვირთბა....