“დასაწყისში იმედი გვქონდა, მარტში გაფორმდა შეთანხმება და სამწუხაროა, რომ ის სრულად არ შესრულდა მთავრობის მიერ. იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი შეიწყალებდა გიორგი რურუას და განადგურებული ვიყავი, ციხეში მისი ცემის ფაქტით. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.”
ანა ფოტიგა – ევროპარლამენტარი
აღნიშნულით ევროპარლამენტარმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარტნიორები მმართველ გუნდს 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხებოდა.
15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში რჩება.