ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის” – რატომ დატოვა ცესკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა თანამდებობა

ცესკოს თანამშრომელმა, ივანე ბურდულმა თანამდებობა დატოვა. – ამის შესახებ მან “მთავარი არხთან” საუბრისას განაცხადა.

როგორცბურდულმა ტელეკომპანიასთან საუბრისას აღნიშნა, ცესკოს ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას პოსტის დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.

“მე დავწერე განცხადება და მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგი მიზეზთა გამო. მთავარი მიზეზი არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მე ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის”, – განაცხადა ივანე ბურდული.

შეგახსენებთ, ოპოზიციური ძალაბი ცესკოს მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას გასამართლებას ითხოვს.

ამასთან, როგორც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, ცესკოს თავჯდომარემ საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გააყალბას ხელი შეუწყო და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს. 

იტვირთბა....