ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საშინელი ბოროტება”

პარიზში მომხდარ ტერაქტებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

დიდი  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  დევიდ კემერონი  საფრანგეთშის მომხდარ ტერორისტულ აქტებს ეხმაურება და ტერორიზმის საშიშროებაზე საუბრობს, მისი განცხადებით  ბრიტანელებიც  საფრთიხის ქვეშ არიან.

„მე და პრინცი ფილიპი მწუხარებას გამოვთქვამთ პარიზში გარდაცვლილთა გამო და  სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ფრანგ ხალხს“ – ამბობს ელისაბედ  მე-2 საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისადმი გაგზავნილ წერილში.

საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე მწუხარება  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  და რომის პაპმაც გამოთქვეს. პუტინმა საფრანგეთს გამოძიებაში დახმარებაც აღუთქვა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი ტერაქტი “საშინელ ბოროტებად” შეაფასა.

„ ეს მხოლოდ პარიზზე და ფრანგ ხალხზე თავდასხმა არ ყოფილა, ეს კაცობრიობაზე და იმ უნივერსალურ ღირებულებებზე თავდასხმა იყო, რომელებსაც ჩვენ ვიზიარებთ.” – ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარიზში მომხდარ ტერაქტებს.

13 ნოემბერს  პარიზში ტერაქტები რამდენიმე ადგილას მოხდა. ბოლო მონაცემებით,  დაიღუპა  150 -ზე მეტი ადამიანი, ხოლო 180 დაშავდა.

იტვირთბა....