ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “როგორ წავიყვანო, კაცი სულს ღაფავს“ – რატომ არ მიიღო კლინიკამ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი?

თერჯოლაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ვერ მიიღეს. – აღნიშნული შემთხვევა კლინიკა “თერჯოლამედიში” მოხდა. ინფორმაციას კი ექიმისა და პაციენტის ახლობლის საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კორონავირუსით ინფიციერებული პაციენტის ახლობელი ექიმს მის გადაყვანას რეამინაციულ განყოფილებაში სთხოვს.საპასუხოდ, პაციენტის ახლობელს ექიმი ეუბნება, რომ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები არ არის და მას მსუბუქი პაციენტების პალატაში ვერ მოათავსებენ.

„ადგილი თუ არ მაქ როგორ მივიღო, ამას სჭირდება რეანიმაცია, მაქვს ჩვეულებრივი ადგილი თერაპიაში, სადაც ჟანგბადის წყარო არ არის, სადაც „ლაითი“ პაციენტებია, იქ როგორ წავიყვანო, კაცი სულს ღაფავს“, – ამბობს ექიმი.

იხ. ვიდეო

იტვირთბა....