„ირაკლი კობახიძე ერთადერთი ადამიანია, ბიძინა ივანიშვილის მსახურებთან ერთად, რომელიც ამბობს იმას თავიდან ბოლომდე რასაც კარნახობს ივანიშვილი“.
ხატია დეკანოიძე, ენმ-ის წევრი
„კურიერის“ ეთერი
>ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არჩევნების რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით განცხადების გაკეთება ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაავალა. როგორც ხატია დეკანოიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო და ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.