“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი-2ი” ექსკლუზიურად ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საჯაროდ გააკეთა განცხადება დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავებს, მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, გამოძიება დაეწყოთ.