მთავარი ციტატა

“ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 22%-ით, ამ ინფექციით სიკვდილიანობა კი 43%-ით გაიზარდა” – “ჯანმო”

“ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 22%-ით, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი კი 43%-ით გაიზარდა.”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დროისთვის საფრანგეთში, იტალიასა და დიდი ბრიტანეთში ფიქსირდება.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნებს, დროულად უზრუნველყონ ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა, რათა არ მოხდეს პანდემიის უკონტროლოდ გავრცელება… ამ დროისთვის მსოფლიოში 49 მილიონი კოვიდ-19-ის შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან მილიონ 200 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, 90 000 ინფიცირებული ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩება.

იტვირთბა....