“აქციებს რაც შეეხება, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს. თუ ვინმეს გადაცდომა მოუვა, ამას უმკაცრესი რეაგირება მოყვება. პოლიტიკური სიმშვიდე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, (აქციები) ყველაფერზე ახდენს გავლენას.”
კახა კალაძე – დედაქალაქის მერი
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.