“ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია, არ აისახოს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, ამ მომენტისთვის არანაირი ობიქტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად არის იმ მოვლენებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკური დაძაბულობასთან, რაც დღეს ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.”
ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი
ლარი გაუფასურებას გაანგრძობს. დღეის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 3.3409 ლარი ღირს.